სიყვარულის ფერები

15 აპრილს, სსიპ ქ. რუსთავის N 10 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით “სიყვარულის ფერები”(პედაგოგი: ესმა მენთეშაშვილი). ღონისძიებაში მონაწილეობდნენ N10სკოლის V-XI კლასების მოსწავლეები. წარმოდგენილი იყო საინტერესო და მრავლფეროვანი მუსიკალური და ქორეგრაფიული ნომრები, მოსწავლეთა საკუთარი შემოქმედება.ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი

11 აპრილს, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: ნ.სახვაძე), განახორციელეს გასვლითი პროექტი ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მასთან არსებულ საბავშვო უნივერსიტეტს. დაათვალიერეს უნივერსიტეტის I კორპუსის სამუზეუმო სივრცეები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სხვადასხვა აუდიტორიები.
საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მარინა ლომოურმა, მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში. მათ წაიკითხეს წინასწარ დამუშავებული თემები უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი დამაარსებლის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორი, გიორგი გრიგოლაშვილი. დღის ბოლოს, ღია ცის ქვეშ, უნივერსიტეტის ეზოში, ივანე ჯავახიშვილის ძეგლთან მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით- “ბურჯი ეროვნებისა”.

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი

სპექტაკლი “დავით აღმაშენებელი”

8 აპრილს, სსიპ ქ.რუსთავის N10 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, გაიმართა სპექტაკლი “დავით აღმაშენებელი”. პროექტის ავტორი გახლდათ სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი, სცენარზე მუშაობდა სკოლის ხელოვნების პედაგოგი სოფიო კალანდაზე, ხოლო სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა მაია ქარციძემ. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეები, მე-5 კლასის მოსწავლემ თამაზ ჩიხლაძემ შეასრულა სიმღერა “ჰერიო ბიჭებო”.

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კვირეული

4 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, რუსთავის N10 საჯარო სკოლაში, განხორციელდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი შემდეგი ღონისძიებები:
1. სკოლის ფოიეში მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა;
2. 5 აპრილს, სკოლის საკონფერენციო დარბაზში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: ნატალია ღონღაძე) პირველკლასელთათვის ჩაატარეს მინი ლექცია თემაზე: “რა შეუძლია კომპიუტერს?”
3. იმავე დღეს, ფიზიკის პედაგოგმა, ლალი თეთრაშვილმა, მე-8, მე-9 და მე-11კლასების მოსწავლეების მონაწილეობით განახორციელა გასვლითი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “პლანეტარიუმში” . მოსწავლეებმა მოისმინეს საბუნებისმეტყველო კათედრის პროფესორის, შ.სიბაშვილის ლექცია თემაზე: “ჩვენი სამყარო”;
4. 6 აპრილს, ბიოლოგიის პედაგოგმა ნანა ყაველაშვილმა, მე-9 კლასში ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: “ენდოკრინული სისტემა”;
5. მათემატიკის მასწავლებელმა, ნანა დათუნაშვილმა, მე-9 კლასში ჩაატარა ვიქტორინა;
6. 7-8 აპრილს ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები: მე-7 კლასში (ბიოლოგიის პედაგოგი, ნანა ყაველაშვილი,) თემაზე: “უჯრედი”, მე-6 კლასში (მათემატიკის მასწავლებელი: ნანი შანიძე) თემაზე:”პროპორცია” და მე-10 კლასში (მათემატიკის მასწავლებელი: ნანა დათუნაშვილი) თემაზე: “სამკუთხედის მსგავსების ნიშნები”. მათემატიკის გავეთილებზე მასწავლებლებმა გამოიყენეს “G-PRIED” -ის ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება- სწავლების დიფერენცირებული მეთოდები.

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი

“საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი 2016”

1 აპრილს, “ეტალონის” შემოქმედებითი ჯუფის საპილოტე პროგრამის “საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი 2016”-ის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის თეატრში, გაიმართა ჩემპიონატი ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასების მოსწავლეებს შორის. რუსთავის N10 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გიორგი ტუმასიანმა აღნიშნულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. ვულოცავთ გიორგის მიღწეულ წარმატებას.

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი

28-29 მარტს, ქალაქ რუსთავის #10 საჯარო სკოლაში, გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღეები. ერთი დღის განმავლობაში, მოსწავლეებმა შეითავსეს პედაგოგების, ადმინისტრაციისა და სკოლის სხვა თანამშრომლების თანამდებობები. 29 მარტს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, გიორგი ტუმასიანის ორგანიზატორობით, ჩაატარა ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. თამაშში გაიმარჯვა გუნდმა: „ ბოლფოინთმა„ (კაპიტანი: გიორგი ჯიოშვილი). სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული

21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით, სსიპ ქალაქ რუსთავის #10 სჯაროს სკოლაში ჩატარდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი შემდეგი ღონისძიებები:
1. სკოლის ფოიეში მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა; (მე-5-მე-8 კლასები)
2. ჩატარდა ღია გეკვეთილები: მე-5 კლასი; გეოგრაფია თემაზე- „აფრიკა“ (მასწავლებელი: ნონა მიქაძე)
მე-6 კლასი; ჩვენი საქართველო თემაზე – „ცხოვრება და მოღვაწეობ ბაგრატიონთა“; ერთიანი საქართველოს მეფეები;
(მასწავლებელი ნათია ბოჭორიშვილი)
მე-7 კლაასი; ისტორია თემაზე – მაიას ტომი, აცტეკები, ინკები; (მასწავლებელი: მარიამ მაჭარაშვილი)
3. გასვლითი ღონისძიება ქალაქ რუსთავის საკრებულოში; (მე-10 კლასი)
4.გასვლითი ღონისძიება გარემოს ეროვნულ სააგენტოში; (მე- 6, მე-8 და მე-10 კლასები. მასწავლებელი მანანა ჩუთლაშვილი)
5. შეხვედრა ადვოკატ ზალინა გაგლოევასთან; (მე-10 და მე-11 კლასი. მასწავლებელი მარიამ მაჭარაშვილი)

Posted in ფოტოგალერეა | დატოვე კომენტარი