“მშვიდობის კორპუსის” მოხალისის ალენ კენედი–ჰენდრიქსის მე–10 სკოლაში მოღვაწეობის 2 უმშვენიერესი წელი დასრულდა

დასრულდა “მშვიდობის კორპუსის” მოხალისის ალენ კენედი–ჰენდრიქსის 2 წლიანი წარმატებული მოღვაწეობა მე–10 საჯარო სკოლაში. ალენი სკოლაში მოსვლის დღიდან აქტიურად ჩაერთო სკოლის ცხოვრებაში.  ჩვენი სკოლის პარტნიორ მასწავლებელ ია თაბუკაშვილთან ერთად იგი 2 წლის განმავლობაში მრავალფეროვანი სასწავლო  აქტივობებით აუფლებდა მოსწავლეებს ინგლისურ ენას.მისი ინიციატივით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა სკოლაში. ალენი უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებში თანამშრომლებსა და მშობლებში. ამას მოწმობდა ალენის საპატივსაცემოდ სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელზეც არაერთი თბილი, სიყვარულით სავსე სიტყვა  ითქვა მის მიმართ.

ღონისძიების ბოლოს სტუმრები საინტერესო ფაქტის მომსწრენი გახდნენ. სკოლის დირექტორმა ნანა შატბერაშვილმა და ალენ კენედი ჰენდრიქსმა საკუთარი შესაძლებლობები სამზარეულოში მოსინჯეს და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის ტრადიციული კერძების მომზადება ასწაველეს.

ალენმა უდიდესი ინტერესი და პატივისცემა გამოავლინა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მიმართ. იგი უმოკლეს დროში  დაეუფლა ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ასრულებდა. ჩვენთან ერთად ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და ინტერესით  ათვალიერებდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს და ეცნობოდა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

დავემშვიდობეთ ალენს საუკეთესო სურვილებითა და მომავალში შეხვედრის იმედით. სიამოვნებით და ამაყად ვამბობთ, რომ იგი  ჩვენი სკოლის საუკეთესო მეგობარია, რომელმაც 2 უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი წელი აჩუქა ჩვენი სკოლის ისტორიას.

This entry was posted in მიმდინარე პროგრამები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s