1 ივნისი– ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე სკოლაში

2012 წლის 1 ივნისის აღნიშვნა მე–10 სკოლაში დაიწყო საჩვენებელი სპორტული ვარჯიშებით, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ამავე დღეს სკოლის სააქტო დარბაზში VI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო ინგლისურენოვანი სპექტაკლის ჩვენება (პედაგოგები: ია თაბუკაშვილი, თეა გაგუა). სპექტაკლზე სტუმრად იმყოფებოდნენ “მშვიდობის კორპუსის” დირექტორი რიჩარდ რეკორდი და აღმასრულებელი თანაშემწე ქეთი სახელაშვილი.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მოაწყვეს საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატების პრეზენტაცია თემაზე “ჩემი ცხოვრება”. VI კლასის მოსწავლეებმა სტუმრების წინაშე ასევე წარადგინეს ეზოპეს ცნობილი იგავ–არაკის “ცრუპენტელას” ილუსტრირებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი ხელნაწერი წიგნი, რომელიც საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას. 

დღის ბოლოს, სკოლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე “მე მაქვს უფლება”, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეები.

 

This entry was posted in ფოტოგალერეა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s