შეხვედრა თინათინ სიყმაშვილთან

 9 ივნისს, მე-10 საჯარო სკოლაში  გაიმართა  შეხვედრა, რომელიც სკოლის ლიტერატურული წრის წევრებმა თინათინ სიყმაშვილის მოთხრობებისა და ლექსების კრებულის გამოცემას მიუძღვნეს. „რაც გულში  მჭირდა“, – ასე ჰქვია კრებულს, რომელიც იტევს მწერლის თვალით დანახულსა და აღქმულს, ნაფიქრს, ნააზრევს, სიხარულს, ტკივილს… მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების წევრებმა: მარიამ მაჭარაშვილმა, ნანი შარიქაძემ, ლალი ხაჩიძემ, სვეტლანა სახვაძემ ისაუბრეს მწერლის მიერ განვლილი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების გზის შესახებ. მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცა სტუმარმა. V-XI მოსწავლეებმა ლალი ლობჟანიძემ, ნია შარიქაძემ, ლიკა მაისაშვილმა, ნინო უსენაშვილმა, ნათია ხორბელაძემ, მარიამ ნათელაძემ, გიორგი წოწოლაშვილმა, გვანცა ორველაშვილმა, გოგა თხინვალელმა, მარიამ ხაჩიძემ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები მწერლის მოთხრობებიდან. შემოქმედი ესაუბრა მოსწავლეებს სამშობლოსა და ურთიერთსიყვარულზე, კაცთმოყვარეობასა და მიმტევებლობაზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.შეხვედრაზე ბევრი გულთბილი სიტყვა ითქვა როგორც სტუმრის, ისე მასპინძელთა მხრიდან. ერთ-ერთი მოსწავლის კითხვაზე: ყოფილა თუ არა მის ცხოვრბაში ბევრი მშვენიერი წამი, რომლის შეჩერებასაც ინატრებდა, ქალბატონმა თინათინმა დასძინა, რომ ამ შეხვედრაზე განცდილი სიამოვნება და სიხარულიც მიეკუთვნება მშვენიერ წამებს, რომელთა შეჩერებასაც ინატრებდა და რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე.

SAM_7520  SAM_7525

SAM_7543  SAM_7546

SAM_7556   SAM_7562

This entry was posted in ფოტოგალერეა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s