სასკოლო თეატრალური ფესტივალი “Art სკოლა“

   8 დეკემბერს, სსიპ ქ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლაში დაიწყო სასკოლო თეატრალური ფესტივალი “Art სკოლა“  რუსთავის საჯარო სკოლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
პროექტის ავტორია სსიპ ქ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო კალანდაძე. აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს ამავე სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი. პროექტის განხორციელებას და საჯარო სკოლებში გავრცელებას მხარი დაუჭირა ქ.რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თავმჯდომარემ თამარ ხეჩიკაშვილმა. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობს 9 საჯარო სკოლა, აქედან ერთი სკოლა კონკურსგარეშეა. სასკონკურსო სპექტაკლები გაიმართება მე-10 საჯარო სკოლაში, 8-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, რომელსაც შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო მსახიობი
2. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება
3. საუკეთესო პიესა
4. ჟიურის სიმპათია
5. გრან-პრი საუკეთესო სპექტაკლისთვის
სასკოლო თეატრალური ფესტივალი “Art სკოლა“-ის მხარდამჭერი ორგანიზაციაებია: ქ.რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქ.რუსთავის მუნინიციპალიტეტის მერია, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბარნატორის ადმინისტრაცია, ქ. რუსთავის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ბ-ნ ზვიად ძიძიგურის ბიურო, თეატრი „ბრავო“, კომპიუტერული კომპანია „ჯეობითი“, ქალაქ. რუსთავის სპორტული ცეკვების კლუბი „მარცა“ , საინფორმაციო მხარდამჭერი – ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია.
დაჯილდოება გაიმართება 17 დეკემბერს, თეატრ „ბრავოს“ სცენაზე.

This entry was posted in ფოტოგალერეა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s