უცხო ენების კათედრის კვირეული

2015 წლის 1 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლაში გაიმართა უცხოური ენების კათედრის კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1 აპრილს, მე-4, 5 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს ინგლისურენოვანი ზღაპრები, რომელიც გადათარგმნეს და წიგნად აკინძეს. თითოეული ზღაპრის წაკითხვის შემდეგ წარიმართა დისკუსია ნათარგმნი ზღაპრის გარშემო. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მანდატური და II, III კლასის მოსწავლეები.
2 აპრილს, ანდერსენის დაბადებიდან 210 წლის აღსანიშნავად სააქტო დარბაზში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს მინი სპექტაკლები ინგლისურ ენაზე: ,, მახინჯი იხვის ჭუკი“, ,,ბრემენელი მუსიკოსები“ და ,,კონკია“.
3 აპრილს, პედაგოგმა ზოია ტუხაშვილმა ჩაატარა ღია გაკველილი თემაზე: ,, Poetry in Class”. ამავე დღეს ჩატარდა მსოფლიო კულტურის საღამო, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კულტურული, ასევე ტრადიციული სამზარეულო. მოწვეული იყვნენ სტუმრები მერიიდან, საჯარო სკოლებიდან და მშვიდობის კორპუსიდან.
6 აპრილს, მოსწავლეებს წარედგინათ მულტფილმის ნაწყვეტი, რომლის შემდეგაც, მათ დაევალათ ჩანახატის შესრულება, თემაზე: ,,მე რომ ამ ფილმის რეჟისორი ვიყო.“
7 აპრილს, პედაგოგებმა: ციცინო მაცკატოვმა, რიტა მაჩალაძემ და თეა გაგუამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი მე-5 კლასში. ნათელა ბიწაძემ – სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა მე-6 კლასში, ხოლო დღის ბოლოს, მშობლებს ჩაუტარა ტრენინგი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

21257_564759116997343_2459191561134964720_n 22099_564759123664009_1557085680629897779_n 10347409_564759133664008_4437079338816061282_n 11100160_564759120330676_1359271316421415624_n 11100160_564759140330674_2155760728475613456_n 11115717_564759206997334_1765424797758690557_n 11129335_564759213664000_5765540644893182954_n 11138112_564759136997341_2981609948200505917_n 11149263_564759126997342_1306653402853100456_n          11149421_564759113664010_7188459974307578029_n

This entry was posted in ფოტოგალერეა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s