დაწყებითი კლასების კათედრის კვირეული

27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლაში გაიმართა დაწყებითი კლასების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
27 აპრილს ჩატარდა პროექტი-გაკვეთილი მე-3 ბ კლასში- “გაზაფხულის ძალა” (თ. მიროტაძე), და სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში მე-2ბ კლასში (ნ.ჯულაყიძე)
28 აპრილს მე-4 კლასში ჩატარდა პროექტი– გაკვეთილი ქართულ ენაში (ი.ბლიაძე), ამავე დღეს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა მე-2ბ კლასის ღონისძიება- “დედამიწა ჩვენი სახლია“ (ნ.ჯულაყიძე)
29 აპრილს, მე-3ა კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში (მ. მამულაშვილი) და სკოლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება” ენა ქართული დედაა ჩვენი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა გასვლითი აქტივობა დედა ენის ძეგლთან და მთაწმინდის პანთეონში (ლ. თანდაშვილი). ამავე დღეს სკოლის პირველი სართულის ფოიეში მოეწყო მშობლების ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა.
30 აპრილს, მე-3 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში (მეთოდით- შებრუნებული საკლასო ოთახი) (ლ. თანდაშვილი), მე-3 ა კლასისი მოსწავლეებმა მოაწყეს გასვლითი აქტივობა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სახელწოდებით: „ გავუფრთხილდეთ ბუნებას“, მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ფოიეში დაიდგა FLASH-MOB-ი.
1 მაისს პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში (ც.ბარბაქაძე), სკოლის საკონფერენციო დარბაზში პირველი კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს კომპიუტერზე შესრულებული ნახატების პრეზენტაცია თემაზე – “ჩემი სკოლა” (ნ.ღონღაძე, ც.ბარბაქაძე), ამავე დღეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მშობლებს გააცნეს ელექტრონული გამოკითხვის შედეგები, რომელიც მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს სკოლის მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებში (ნ. ღონღაძე). მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღია კარის დღე მშობლებისათვის და დღის ბოლოს გაიმართა „მხიარული სტარტები“ მე-3ა და მე-3ბ კლასების მოსწავლეების მშობლებს შორის.

3 4 5 6 12 11 10 9 8 7 13 14 15 17 19 20 21 22 23 25 26 27 28 30

This entry was posted in ფოტოგალერეა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s